გამოყენების პირობები 568 330 318 · info@advocat.ge

გამოყენების პირობები

საიტით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ აღწერილ პირობებს.

საიტის დანიშნულება

advocat.ge აქვეყნებს ზოგად სამართლებრივ ინფორმაციას და უზრუნველყოფს ადვოკატების კატალოგს. საიტზე განთავსებული ტექსტი არ არის ინდივიდუალური იურიდიული რჩევა და მისი წაკითხვა არ ქმნის ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობას.

ადვოკატების კატალოგი

  • პროფილის ინფორმაციას ავსებს თავად ადვოკატი და პასუხისმგებელია მის სისწორეზე;
  • საიტი ახდენს პროფილების მოდერაციას გამოქვეყნებამდე, თუმცა მოდერაცია არ წარმოადგენს ადვოკატის კვალიფიკაციის ან საქმის შედეგის გარანტიას;
  • ადვოკატის სტატუსის დამოუკიდებლად გადამოწმება შესაძლებელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ რეესტრში;
  • საიტი იტოვებს უფლებას წაშალოს ან შეაჩეროს პროფილი, თუ ინფორმაცია არაზუსტია ან არღვევს ამ პირობებს.

პასუხისმგებლობის ფარგლები

საიტი ცდილობს ინფორმაცია იყოს ზუსტი და განახლებული, თუმცა კანონმდებლობა და პრაქტიკა იცვლება. საიტი არ იღებს პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულია მხოლოდ აქ გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატთან კონსულტაციის გარეშე.

ინტელექტუალური საკუთრება

საიტზე განთავსებული ტექსტები და გრაფიკული მასალა ეკუთვნის advocat.ge-ს, თუ სხვა რამ არ არის მითითებული. მასალის სრულად კოპირება და ხელახლა გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ წყაროზე მითითებით.

დარეკვა მოწერა